|
 ა/წ 3 ივნისს სუბტროპიკული კულტურების მემცენარეობის და ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტის წევრები და აგროტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, დეპარტამენტის უფროსის ასოც. პროფ. მარიეტა თაბაგარის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ქ. ბათუმში
|
|
ვრცლად
|
|
|
ფერმერის დღეზე მონაწილეობდნენ:
სენაკისა (ნოსირი) და წყალტუბოს (გეგუთის) რ–ნს მეურნეობის მიწის მესაკუთრეები და მიწის მოსარგებლეები:
|
|
ვრცლად
|
|

ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის "გამოყენებითი ეკოლოგიის" ოლიმპიადაზე გამარჯვებული აგროეკოლოგთა ჯგუფი
|
|
ვრცლად
|
|
17-18-19 05.10 უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა და მეცნიერთა 53-ე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც მოეწყო სტუდენტური დღეების ეგიდით. კონფერენცია გახსნა სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მეცნიერ-ხელმძღვანელმა პროფ. რ. ლორთქიფანიძემ. კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს და მეცნიერ-ხელმძღვანელებს მიესალმნენ რექტორის მოადგილე პროფ. მ. სვანაძე, ფაკულტეტების დეკანები პროფესორები: რ. კილაძე და ი. ხასაია. მუშაობდა ხუთი სექცია. ორდღიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებულები და პრიზიორები. სუბტროპიკული მეურნეობისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ფაკულტეტიდან გამარჯვებულად ცნეს სპეციალიზაციების მიხედვით აგროტექნოლოგიიდან ლ. გეგეჭკორი (I ადგილი) და თ. დამენია (II ადგილი); აგროეკოლოგიიდან ი. ორმოცაძე (I ადგილი) და ა. ბაღდავაძე (II ადგილი); ლანდშაფტური არქიტექტურიდან ლ. ცხომელიძე (I ადგილი) და გ. შანიძე (II ადგილი) კონფერენციის შედეგები პლენარულ სხდომაზე სექციების მეცნიერ-ხელმძღვანელთა გამოსვლის შემდეგ შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. რ. კოპალიანმა. ამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. კონფერენციის მონაწილეთათვის მოეწყო ლანჩი
  
|
|
10.11 2009 მექსიკური კიტრი (ჩაიოტი) _ ახალი რესპექტაბელური კულტურა სუბტროპიკული ზონისათვის საბაღო-საპარკო მეურნეობის III კურსის სტუდენტები კულტურის გასაცნობად ნიკეას (ქ. ქუთაისი) ქუჩაზე მდებარე ორანჟერეაში
 
|
|
28.09.09
მოეწყო დამამთავრებული კურსის მაგისტრანტების რ. შვანგირაძე, ლ. ერისთავი და ლანდშაფტური არქიტექტურის სპეციალობის თანამშრომლების ერთობლივი სასწავლო-კვლევითი ექსპედიცია სათაფლიას ნაკრძალში. ექსპედიციის წევრები გაეცნენ იქ გავრცელებულ კოლხურ ტყეს, იშვიათი და გადაშენების პირას მისულ უნიკალურ რელიქტურ მცენარეებს, მოახდინეს ფოტოგადაღება და ეკოტურისტული მარშრუტის დადგენა დასასვენებელი მოედნების და გადასახედი წერტილების გათვალისწინებით.
 
|
|
|